paypal

პეიპალი წარმოადგენს ყველაზე პოპულარულ ონლაინ “საფულეს”, რომლის მეშევეობითაც შესაძლებელია პროდუქციის შეძენა უამრავ ონლაინ მაღაზიაში, ძალიან ხელსაყრელი პირობებით თანხების გადარიცხვები და ა.შ.

ონლაინში მომუშავე ადამიანებისათვის პეიპალი საუკეთესო გზაა გამომუშავებული თანხების მისაღებად. თუმცა საქართველოდან რეგისტრირებულ პეიპალის ანგარიშებს თანხის მიღების ფუნქცია არა აქვს, რაც გარკვეულ დისკომფორტს უქმნის ქართველ ონლაინ მარკეტერებს და ფრილანსერებს.

ამ სტატიაში შემოგთავაზებთ ამერიკული ვერიფიცირებული პეიპალის ანგარიშის შექმნის მეთოდს, რომლითაც შესაძლებელი იქნება თანხების განაღდება ნებისმიერ ბანკომატში (სადაც მასტერკარდის მომსახურება ვრცელდება).

პეიონირის Payoneer ანგარიშის შექმნა

პირველ რიგში დაგჭირდებათ პეიონირის Payoneer -ს (ამ ბმულიდან შემთხვევაში მიიღებთ 25 $ ბონუსს) ანგარიშის შექმნა. ჩემი გამოცდილებით, უკეთესია პეიონირის ანგარიშს შექმნა ფაივერის(http://fiverr.com ) ანგარიშიდან. ამ შემთხვევაში უფრო სწრაფად ხდება პეიონირის თანამშრომლების მხრიდან რეაგირება. რეგისტრაციისას გამოიყენეთ აუცილებლად თქვენი რეალური სახელი, გვარი, იმეილი და მისამართი საქართველოში. რეგისტრაციის შემდეგ თქვენს იმეილზე მიიღებთ წერილს პეიონირიდან. გააქტიურეთ წერილში არსებული ბმული. ასევე შესაძლოა მოგთხოვონ პირადობის ან პასპორტის ასლი, დაუსკანერეთ და გაუგზავნეთ. შემდეგ დაელოდებით რამდენიმე დღე, სანამ თქვენს ანგარიშს გადახედავენ და გააქტიურებენ, თუ 1 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში არ დაგიდასტურეს და გაგიაქტიურეს ანგარიში, დაუკავშირდით საპორტს. ანგარიშის გააქტიურების შემდეგ თქვენს მისამართზე გამოაგზავნიან პეიონირის მასტერკარდს, რომელიც მიღების შემდეგ უნდა გააქტიუროთ თქვენს თქვენს პეიობირის ანგარიშში

 

ბარათის გააქტიურების შემდეგ შესაძლებელი იქნება მისი როგორც ბანკომატში ასევე ონლაინ გადახდებისათვის გამოყენება.

პეიპალის ანგარიშის რეგისტრაცია

შემდეგ ეტაპზე უნდა დავარეგისტრიროთ ახალი პეიპალის ანგარიში. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ აქ . რეგისტრაციის ქვეყნების სიიდან აირჩიეთ აშშ, გამოიყენეთ თქვენი რეალური სახელი და გვარი და იგივე იმეილი რაც პეიონირის შექმნისას გქონდათ გამოყენებული.  რეგისტრაციისას შეგიძლიათ გამოიყენოთ  მისამართი და ტელეფონის ნომერი, რომელსაც დააგენერირებთ fakenamegenerator.com – ზე . მე პირადად გამოვიყენე usa2georgia.com -ზე ჩემი ამერიკული ოთახის მისამართი და ტელეფონის ნომერი.

აშშ გადახდების სერვისის (US payment service) გააქტიურება პეიონირზე

მას შემდეგ რაც შევქმნით ახალ პეიპალის ანგარიშს, პეიონირზე უნდა გავააქტიუროთ აშშ გადახდების სერვისი (US payment service), რომლის მეშვეობითაც შეძლებთ თანხების მიღებას ამერიკული კომპანიებიდან (მათ შორის პეიპალიდან).

შესაბამის ველში ატვირთეთ პირადობის/პასპორტის სკანი თუ ჯერ ატვირთული არ გაქვთ, ასევე მიუთითეთ თუ საიდან მიღებთ თანხებს და რისთვის გჭირდებათ აშშ გადახდების სერვისი.

პეიონირის ანგარიშის მიბმა პეიპალზე

შემდეგ ეტაპზე უნდა მივაბათ პეიონირის ანგარიში (რომელიც წარმოადგენს Bank of America-ს ანგარიშს) პეიპალს, ან მოვახდინოთ პეიპალის ანგარიშის ვერიფიცირება.

ანგარიშში შესვლის შემდეგ ვაჭერთ Get Verified ღილაკს. პეიპალი მოგთხოვთ ბანკის ანგარიშის დამატებას. აირჩიეთCHECKING თქვენი ანგარიშის ტიპად და შეიყვანეთ თქვენი პეიონირის ანგარიშის Routing Number და ანგარიშის ნომერი, რომლებიც შეგიძლიათ ნახოთ აშშ გადახდების სერვისის პროფაილში

 

ბანკის ანგარიშის დამატების დადასტურების შემდეგ პეიპალი გადმოგირიცხავთ მცირე თანხას ორჯერ, რომელიც გამოჩნდება 2-3 დღეში თქვენი პეიონირის ტრანსაქციებში . გადმორიცხების ასახვის შემდეგ თანხების რაოდენობები შეიყვანეთ პეიპალზე შესაბამის ველში და დაადასტურეთ.

გილოცავთ, თქვენ უკვე გაქვთ ვერიფიცირებული ამერიკული პეიპალი

ასეთ პეიპალზე თანხის ბანკში გადატანის ლიმიტი არის 500 $ თვეში. ლიმიტის შეგიძლიათ გაზარდოთ, თუ პეიონირის მასტერკარდსაც მიაბავთ პეიპალს.

რაც შეეხება საკომისიოებს, საკმაოდ დაბალია. ესეც ძირითადი მოსალოდნელი ხარჯები:

პეიპალიდან გადატანილი თანხის 1 % იღებს.
ბარათის აქტივაციისას 5 $ ეჭრება ერთჯერადად,
ბანკომატიდან თანხის განაღდების საკომისიო:  3.15 $
ბანკომატიდან ანგარიშზე არსებული თანხის შემოწმება 1 $ (ინტერნეტში შემოწმება უფასოა)
თუ ერთი თვის განმავლობაში რაიმე აქტიურობა არ იქნება ანგარიშზე ეჭრება 3 $